Monday, May 10, 2010

ჰოლოკოსტი

მთავარი იდეა მოსწავლეები გაეცნობიან ფაშისტური პარტიის დანაშაულობებს,რას ნიშნავს სატყვა“ჰოლოკოსტი“,გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მასობრივ გენოციდს ებრაელების, საბჭოთა და პოლონელ სამხედრო ტყვეების თუ უბრალო ადამიანების მიმართ,როგორ ცხოვრობდნენ საკონცენტრაცოი ბანაკების ტყვეები,როგორ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და რა შედეგები მოჰყვა მას.
მნიშვნელობა/აქტუალობა



არ უნდა განმეორდეს ჰოლოკოსტი.მსოფლიო სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ეცადონ არ დაუშვან ომი,კონფლიქტები გადაწყვიტონ მშვიდობიანი გზით.საერთაშორისო ორგანოზაციებმა უნდა აკრძალონ ისეთი ზარალის მიყენება მოწინააღმდეგისათვის,რიმელიც აღემატება ომის მიზანს ,მაგ:ბაქტერიოლოგიური,ქიმიური,ბირთვული იარაღის გამოყენება.აუცილებელია ზრუნვა გარემოს დაცვაზე,სამრედრო ტყვეებზე,დაჭრილ და ავადმყოფ სამხედრო პირებზე.
მიზნები და შედეგები პროექტის მიზანია გაუღვივოს მოსწავლეებს ჰუმანურობის,ტოლერანტობის,ურთიერთდახმარების,ურთიერთდახმარების,სიკეთის,გულმოწყალების განცდები.განუვითაროს უნარები:ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება,პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა,შემოქმედებითი უნარი,დროსა და სივრცეში ორიენტაცია,ისტორიული ინტერპრეტაცია,კვლევა.მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბდეთ მაღალზნეობრივი ღირებულებები:ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა,სამშობლოს სიყვარული,თანაგრძნობა და მზრუნველობა.
შეფასების საგანი და პროცედურები კვლევისა და თანამშრომლობის უნარი,პრობლემის გააზრების, კავშირების დადგენის და ანალიზის უნარი,პრეზენტაცია–ნამუშევრის წარდგენის უნარი.არგუმენტაციის უნარი.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ ომებისა და კონფლიქტების ისტორია;მეორე მსოფლიო ომი;საერთაშორისო ორგანიზაციები.
რესურსები კომპიუტერი–ვიდეო მასალა,სახელმძღვანელო,რუკა,ბიბლიოთეკა.
მსვლელობა კლასის გაყოფა 3 ჯგუფად.პირველი ჯგუფი ამუშავებს საკითხს საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა მდგომარეობის შესახებ.მეორე ჯგუფი აანალიზებს ადამიანის უფლებების საფუძვლებსა და მათი განვითარების ისტორიულ პირობებს.მესამე ჯგუფი მსჯელობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე,რომლებიც ხელს უწყობენ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას(გაერო,ნატო და სხვა) ახასიათებენ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო პირობებს. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.